LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტანგოს მოცეკვავე და ,,ველოგოგონა” ქუსლიანი ფეხსაცმლით თბილისის ქუჩებში

62

თუ ჯერ არ გიცდიათ ტანგოს ცეკვა, დღეს ზუსტად ის დროა, როცა უნდა დაიწყოთ. ,,ფორტუნა სთორის’’ რუბრიკაში 25 წლის მარ მიხელიძეს გაგაცნობთ, განსხვავებული და მრავალფეროვანი ცხოვრებით. ოცნებობს, რომ ველოსიპედით იმ ქალაქებში იმოგზაუროს, სადაც ტანგოს ცეკვავენ.

მარ მიხელიძე: ,,ადრეული განათლების პედაგოგი ვარ და კერძო ბაღში ვმუშაობ. თან უნივერსიტეტში, ფსიქოდიაგნოსტიკას ვსწავლობ. პროფესია პრაქტიკაში ძალიან მეხმარება. რაც შეეხება საქმიანობას, ფსიქოლოგთან ერთად ვადგენთ ბავშვის მდგომარეობას. ვაფასებთ, რა დონეზეა მისი ინტელექტუალური ან მოტორიკული შესაძლებლობები. შემდეგ, ვსახავთ მიზნებს, საიდან დავიწყოთ და უფრო მეტად, რა მიმართულებით სჭირდება ბავშვს განვითარება”.

თუ სიუჟეტს ბოლომდე ნახავთ არ გაგიკვირდებათ, რატომ შეიძლება მას ,,ველოგოგონა” ვუწოდოთ. მარ მიხელიძე ხშირად, ბუნებასაც კი ესაუბრება: ,,მზე ამოსვლისას ისე გიყურებს და განათებს, როგორც წერტილოვანი განათება სცენაზე – ერთ მსახიობს’’.

,,ძალიან მიყვარს მოგზაურობა. დიდი სანაცნობო მყავს, ვისაც მსგავსი ინტერესები აქვს და ერთად დავდივართ სხვადასხვა ქალაქებში. ჩემი პირველი მოგზაურობა 2018 წელს სვანეთში შედგა. მოვიარე თითქმის მთელი საქართველო, მთა-ბარი. ახალ წელს ბაქოში ვიყავი. მოკლედ, ველოსიპედზე შემიძლია ვიცხოვრო”.

მარი მიხელიძე ,,ფორტუნა სთორიმ’’ გაგაცნოთ, როგორც გლოვოს კურიერი. ხშირად, საზოგადოებას კითხვები უჩნდება: ,,ეს სიფრიფანა გოგო როგორ დადიხარ… არა, მეც კი ვიკეთებ ზურგჩანთას, მაგრამ ის მაინც… როგორ დადიხარ ამ ჩანთით?!” თუმცა, ეს მისთვის საინტერესო უფროა ვიდრე, სირთულე.

მარიამი და მისი მეგობრები პერიოდულად ველოტურებს მართავენ და ერთმანეთს ველო-მოგზაურობების ისტორიას უზიარებენ.

ამჯერად, ჩვენი სიუჟეტის საშუალებით, მის სხვა საინტერესო მხარეებს გავიცნობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები