LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე თბილი ჩახუტება ორი პატარა ბიჭისგან [ვიდეო]

1080

ნიუ-იორკის ქუჩაში ერთმანეთს შემთხვევით გადაყრილი ორი პატარა მეგობრის ჩახუტება, მთელ მსოფლიოს მოედო. შავკანიანი და თეთრკანიანი ბავშვების შეხვედრა ქუჩაში, ერთ-ერთი მათგანის მამამ გადაიღო. ვიდეო კი ვირუსული გახდა.

როგორც ბავშვის მამა ამბობს, ზოგადად, შვილის კადრების გამოქვეყნებას სოციალური ქსელით ერიდება, თუმცა ახლა ჩათვალა, რომ ეს ვიდეო სამყაროში სადაც, რასიზმი და სიძულვილი მძვინვარებს, თავის საქმეს გააკეთებდა.

ბიჭები თითქმის თანატოლები არიან – 2-2 წლის. ისინი ერთმანეთს ერთი წლიდან იცნობენ და მეგობრობენ.

“ვფიქრობ, რომ ეს ორი ერთად საოცრად საყვარლები არიან. კანის ფერის განსხვავებულობის გამო, ერთად ყოფნისას ყოველთვის ყურადღებას იპყრობენ.” – ამბობს ერთ-ერთის მამა, რომელმაც ვიდეო გაავრცელა.

პატარა ინტერნეტვარსკვლავები ერთ სამეზობლოში ცხოვრობენ და ერთმანეთს ყოველდღიურად ნახულობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები