LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აუქციონზე გაიყიდება 100 წლის ელექტროქარი, რომელიც ჩვეულებრივად იმუხტება

111
აუქციონზე გაიყიდება 100 წლის ელექტროქარი, რომელიც ჩვეულებრივად იმუხტება

აუქციონზე 1913 წლის ელექტრომობილი იყიდება. 111 წლის მოდელმა ქარხანაში სრულად ელექტრონული აგრეგატი მიიღო. ექსპლუატაციის წლების განმავლობაში რარიტეტული მანქანა უამრავი ახალი დეტალით აღჭურვეს, მათ შორის ელექტრონული სისტემის თანამედროვე კომპონენტებით. აუქციონის სახლი Mecum ვინტაჟური ელექტროქარის ღირებულებას ჯერ არ ამხელს.

XX საუკუნის დასაწყისში მსგავს მოდელებს როგორც ბენზინის ავტომობილების ალტერნატივებს ისე უშვებდნენ. მსგავსი მანქანები რეგულარულ სერვისს ან ძარის ასამუშავებლად რთულ პროცედურებს არ საჭიროებდნენ. სწორედ ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში ისინი განსაკუთრებული პოპულარობით ქალბატონთა შორის სარგებლობდნენ. წარმოდგენილი ეგზემპლარიც 1931 წელს ამერიკული შტატის, ვირჯინიას მკვიდრი მანდილოსნისთვის ააგეს.

ახალმა მეპატრონემ მანქანა სრულად განაახლა, დაუმონტაჟა ახალი ელემენტიც, რომელსაც დასამუხტად ჩვეულებრივი დენქცვიტა სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები