ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდინიო დე ასის მორეირა საქართველოში ჩამოვიდა.
თბილისის მერი კახა კალაძე რონალდინიოსთან ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“, ქართული ფეხბურთის ვეტერანები ბარსელონას ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის” მეორე მატჩი, რომელიც შარშან, ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.