LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Koenigsegg-მა საბერძნეთში მომხდარი ხანძრის შემდეგ JEsko-თი გადაადგილება აკრძალა

109
Koenigsegg-მა საბერძნეთში მომხდარი ხანძრის შემდეგ JEsko-თი გადაადგილება აკრძალა

საბერძნეთში უნიკალური Koenigsegg Jesko დაიწვა. ჰიპერქარების მეპატრონეებს გადაადგილებისგან თავის შეკავებას სთხოვენ, ყოველ შემთხვევაში მანამ სანამ მომხდარის ზუსტი მიზეზები არ დადგინდება. მთლიანობაში მსოფლიოში 34 ასეთი მანქანაა გამოშვებული და ამჟამად ისინი გაურკვეველი დროით გაჩერდებიან.

დამწვარი ავტომობილი – ეს Jesko NÜR Edition-ია, რომელმაც ოქროს დეკორი მიიღო. ორკარიანი მოდელი მეპატრონეს მხოლოდ წელს გადასცეს და მისი ფასი 3 მილიონი დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ JEsko-ს აგრეგატი – 5 ლიტრის მოცულობის V8 ძრავაა, რომელიც ჩვეულებრივი ბენზინით 1280 ცხენის ძალას ავითარებს, ბიო ეთანოლით – 1600-ს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები