Fiat Multipla – გენიალურად დაპროექტებული ავტომობილია, რომელსაც ყიდულობდნენ, თუმცა არა დიზაინის გამო. ყველაფერს ექსპერიმენტულს, უჩვეულოს და ნოვატორულს ამ მანქანის შესახებ პუბლიკა თავიდან უარყოფდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, იტალიური არც თუ ისე მიმზიდველი ქმნილების წინაშე თავის შეკავება საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო.
ეს ავტომობილი ხშირად გამხდარა დაცინვის ობიექტიც და ფოტოშოპის მცოდნეებმა პატარა კონკურსიც ჩაატარეს, სადაც „ყველაზე უშნო“ ავტომობილის სხვადასხვა სახეები წარადგინეს.