LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნუკი კოშკელიშვილის დამაინტრიგებელი ფოტოსესია – აი, ტვინში ხომ ვარ, მოთხლაშული და ცხვირიანი, აქ კიდევ უპრინცესესი

1007
Untitled design - 2022-01-30T185557.941

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი მისი მორიგი ფოტოსესიის დროს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ისეთი კარგი ფოტოები გამოვიდა, რომ მისი თვითშეფასება გაიზარდა.

მისი თქმით, ყველა ქალი ლამაზია, მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის.

„ფოტოსესია მქონდა დღეს ძალიან, ძალიან ნიჭიერ ბავშვებთან!!!! ერთი სული მაქვს მათი გადაღებული რილი დავდო და ფოტოებიც გაჩვენოთ. ფოტოსესიები და ასეთი გადაღებები საუკეთესო გზა ყოფილი, ცოტა თვითშეფასების გასაზრდელად.

ჩემ ცნობიერებაში ვარ სხვანაირი და მერე ასეთ ულამაზეს რაღაცებს, რომ მიღებენ, მომწონს ჩემი თავი და ხასიათზეც აისახება მომენტალურად.

აი, ტვინში ხომ ვარ, მოთხლაშული და ცხვირიანი, აქ კიდევ უპრინცესესი! არ მისცეთ კომპლექსებს უფლება, ობიექტურობა დაგაკარგვინოთ!

ყველა ქალი ლამაზია, მთავარია გჯეროდეთ თქვენი თავის!!!! ყოველთვის გჯეროდეთ რომ ყველაზე ჭკვიანები, წარმატებულები და კარგები ხართ და ყველაფერი გამოგივათ! აქტიურად უნდა დავიწყო თავდაჯერებულობაზე მუშაობა და თქვენც გიბიძგოთ!

პ.ს. შეგიძლიათ შემაქოთ და მითხრათ კომპლიმენტები, თორე ტიკ ტოკზე ისე მლანძღავენ, აქ უფრო კეთილი საზოგადოებაა მგონი, არა?❤️❤️❤️“. – წერს ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g