LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „სამზარეულოშიც ასეთ ფორმაში უნდა იყო!“ – 55 წლის ჯეი ლოს თვალწარმტაცი ფოტოები და შობა ბენ აფლეკის გარეშე

3489
page

ჯენიფერ ლოპესმა „ინსტაგრამზე“ ფოტოებისა და ვიდეოების სერია გაავრცელა. ის სამზარეულოში სადღესასწაულო, შავი, ბრჭყვიალა კაბით პოზირებს, ნაძვის ხესთან გადაღებულ ფოტოებში კი მას 2100 დოლარად შეფასებული, Tyler Ellis-ის „კლატჩი“ უჭირავს.

„გჯეროდეს საკუთარი თავის“, – ასე დაასათაურა 55 წლის ვარსკვლავმა ვიდეო, რომელშიც ის ოთახებში ამაყად მიაბიჯებს.

„სამზარეულოშიც ასეთ ფორმაში უნდა იყო!“„, ეს ქალი უბერებელია“, მუდამ ფორმაში“, „სრულყოფილი ქალია“, – არ წყდება კომენტარები.

ცნობისთვის, ჯეი ლომ უკვე განაცხადა, რომ ის შობის დღესასწაულებს ოჯახთან, შვილებთან, დედასთან და დასთან ერთად გაატარებს, რაც შეეხება მის ყოფილ ქმარს, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბენი დღესასწაულების გატარებას ყოფილ ცოლთან, ჯენიფერ გარნერთან და შვილებთან ერთად გეგმავს.

მანამ, სანამ ახლად განქორწინებული ჯეი ლო წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს, მისი ექს-მეუღლე დებოშს ტეხს – უახლესი ფოტოები

მუდამ ამაყი და უზადო – 55 წლის ჯეი ლოს გლამურული გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები