LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვინ არის 16 წლის გოგონა, რომელიც ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გამოჩნდა

479
page

ლეონარდო დიკაპრიო პაუზის შემდეგ კვლავ მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. უახლესმა ფოტოებმა, რომელშიც ლეო ახალგაზრდა გოგონასთან ერთად გახლავთ აღბეჭდილი დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ინტერნეტსივრცე აჭრელდა მათი ფოტოებით, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ გოგონა ფოტოზე ლეოს ნახევარძმის 16 წლის ქალიშვილია, სახელად ნორმანდი.

როგორც ირკვევა, მზრუნველმა ბიძამ ძმისშვილის განებივრება გადაწყვიტა და ის ბრენდული სამოსის მაღაზიებში წაიყვანა საშოპინგოდ. ისინი ჯერ Tiffany & Co-ს ეწვივნენ, შემდეგ კი „პრადას“ მაღაზიას.

ცნობისთვის, ლეო ახლა 25 წლის მოდელს, ვიტორია ჩერეტის ხვდება. მედია წერს, რომ წყვილი უკვე დაინიშნა. ბოლოს ლეო და ვიტორია ერთად ორი თვის წინ, ლოს-ანჯელესში, რესტორანში წახემსების დროს გადაღეს. მოდელს თითზე უზარმაზარი ნიშნობის ბეჭედი ეკეთა და მას აშკარა დემონსტრირებას უკეთებდა.

ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, 49 წლის ლეონარდო დიკაპრიო პაპარაცებს გაურბის

„როდესაც ლეონარდო დიკაპრიო ბოლოს და ბოლოს ნიშნობის ბეჭედს გაგიკეთებს“ – 49 წლის ლეომ 25 წლის ვიტორია ჩერეტი დანიშნა? 

„სხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გადავიდა?“ – ლეონარდო დიკაპრიო მედიისთვის უცნობ ქალბატონთან გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები