ბათუმელმა მომღერალმა ნინა ცხვარიაშვილმა და მისმა რჩეულმა, ირაკლი გაბიტაძემ, ცხოვრების ახალი ეტაპი ულამაზესი ქორწილით დაიწყეს. წყვილის დაუვიწყარი დღის კადრებმა სოციალური ქსელები მალევე დაიპყრო და საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა.
განსაკუთრებული კადრები ფოტოგრაფმა Nanuka Photography გაავრცელა, რომელმაც ემოციურ ფოტოებს გულთბილი მინაწერიც დაურთო:
„წყვილი რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს.. 🤍 საოცარი დედოფალი იყო ნინა“, – წერს ფოტოგრაფი.
ნინამ fortuna.ge-ს თავისი მუსიკალური ქორწილისა და ბედნიერი დღის შესახებ უამბო.
