LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: დღიურად 25 000 აცრა ეპიდემიის გარდატეხისთვის საკმარისი არაა, მიზანია 35-40 ათასი

77
გაბუნ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  აუცილებელია, დღეში კორონავირუსის საწინააღმდეგო 35-40 ათასი აცრა შესრულდეს, იმისთვის, რომ  საზოგადოებაში იმუნური ფენა სწრაფად შეიქმნას.

„ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა შესრულდეს დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად. ამისთვის რეზერვი გვაქვს, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში“, – აღნიშნავს გაბუნია.

გაბუნიას თქმით, ოჯახის ექიმების აქტიურობა ძალიან მაღალია და მის კიდევ უფრო დეცენტრალიზაციაზე ფიქრობენ, რათა ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან მიმაგრებული კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვაში.

„დღეს უკვე ძალიან ბევრია აქტიური შემთხვევა, ნაწილი იმართება ბინაზე, ოჯახის ექიმების აქტიურობა ძალიან მაღალია და კიდევ უფრო დეცენტრალიზაციას ვფიქრობთ, რომ ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან მიმაგრებული პაციენტების ბინაზე მართვაში, რათა ეს მთავარი გზაა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაცია და პაციენტის მდგომარეობის დამძიმება ბინაზე,”- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამყრელიძე: უნდა ვეცადოთ, რომ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატაროთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g