ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სანამ ინფიცირების დღევანდელი მაჩვენებელი არ განახევრდება ძნელი იქნება ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარი.
ამასთან, გაბუნია აღნიშნავს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე უნდა გააქტიურდეს „პისიარ“ ტესტირება და ვაქცინაციის პროცესი.
„სულ მცირე სტაბილიზაცია უნდა შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს მაინც, რაც ჩვენთვის პიკი იყო გასული ტალღის პერიოდში, აპრილ-მაისში, უკვე შესაძლებელია, რომ მეტად თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე და კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც. აქაც გარკვეული დათქმებით, რადგან ისევ რეგულაციის დაცვა, ვაქცინაციის სტატუსის მეტად აქტიური მონიტორინგი და „პისიარ“ ტესტირება იქნება ის პირობები რაც საშუალება მოგვცემს მეტად გავაქტიურდეთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.
პირველი სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 886 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 103, ხოლო გარდაიცვალა — 74 ადამიანი.
