LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბუნია: წელს, ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 000-ს მიაღწია, ვაქცინაციის პროცესში უფრო მეტად უნდა ჩაერთონ

53
ორსულოების აცრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ორსულთა ინფიცირების შემთხვევებსა და მათი ვაქცინაციის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ 2020 წელს მხოლოდ 1300 კოვიდინფიცირებული ორსული იყო ქვეყანაში, 20221 წელს მათი რიცხვი 5 ათასამდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ორსულთა მხრიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართვის მეტი აქტივობაა სასურველი.

როგორც თამარ გაბუნია ამბობს, გასულ წელთან შედარებით, ორსულთა ინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილია.

მათ შორის, გასულ წელს, ორსულებში კორონავირუსით გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

„ორსულებში დელტა შტამის გავრცელება იყო განსაკუთრებით სწრაფი.  2020 წელს, ჩვენ გვქონდა 1300-მდე ინფექცია ორსულებში და აქედან მხოლოდ ერთი იყო გარდაცვალების შემთხვევა. წელს, ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ მიაღწია 5 000-ს თითქმის. ერთდროულად, მიმდინარე პერიოდში 40-50-მდე ორსული არის ინფიცირებული. რა თქმა უნდა, მდგომარეობა არის სხვადასხვა სიმძიმის, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0.3%, რაც საერთო სიკვდილობასთან შედარებით, ბუნებრივია დაბალია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენად მძიმეა ორსულის და ახალშობილის გარდაცვალებაც, რისი შემთხვევებიც ჩვენ გვქონდა.

რაც შეეხება ორსულების ვაქცინაციას, მათი ვაქცინაცია მიმდინარეობს, აქტივობა არის. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაღალია ორსულებში ვაქცინაციით მოცვა. ჩვენ ვმუშაობთ ანტენატალური სერვისის მიმწოდებლებთან, იმისთვის, რომ მათ სწორი განმარტება მისცენ ორსულებს ვაქცინაციის თაობაზე.

ჯერჯერობით, ორსულებში ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ „ფაიზერის“ დოზით. იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონები აიცრნენ „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, შემდეგ დადგა ორსულობა და უკვე მეორე დოზაზე მათ მოგვმართეს იმისთვის, რომ შეეცვალათ ვაქცინა და ექსპერტების ჯგუფის დასკვნით, მათ მიეცათ საშუალება, რომ აცრილიყვნენ ფაიზერის ვაქცინით. რა თქმა უნდა, მეტი აქტივობა არის სასურველი ორსულების მხრიდან,“ – აცხადებს თამარ გაბუნია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g