LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გადავწყვიტე, რომ მეც გვერდით დავუდგე მას და გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სხვებს დავეხმაროთ”- ლილიანა დანტესთან ერთად სხვა ადამიანების დასახმარებლად მზაობას გამოთქვამს

237
BeFunky-collage-4

ლილიანა, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი ფოტოგრაფის, დანტესის მეშვეობით გაიცნო, სოციალურ ქსელში დანტესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც ლილიანა წერს, მზად არის დანტესთან ერთად გაერთიანდეს სხვების დასახმარებლად.

“მეგობრები უკვე კარგა ხანია ვართ. ჩემთვის ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდში გვერდით დამიდგა, მხარში ამომიდგა და სწორედ ასეთმა მხარდაჭერამ კიდევ უფრო გამყარა და გააღრმავა ჩვენი მეგობრობა.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეც გვერდით დავუდგე მას და გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სხვებს დავეხმაროთ!”, – წერს ლილიანა სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები