მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.
„6-ში მზიანი, 7 სექტემბერს კი ქარიშხლიანი ამინდია მოსალოდნელი.
6 სექტემბერს – საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა კი +30 გრადუსამდე მოიმატებს.
7 სექტემბერის – დილიდან კი 8 სექტემბრის შუადღემდე მთელი ქვეყნის ტერიზორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი და ძალიან ძლიერი, ასევე ელჭექი და შესაძლებელია სეტყვა.
როგორც ღამის, ასევე დღის ტემპერატურა საგრძნობლად დაიწევს.
ზღვაზე შესაძლებელია შტორმული სიტუაციის შექმნა.
რაც შეეხება ქარს – ნალექის დროს ყველგან გაძლიერდება, დასავლეთში 17-22, აღმოსავლეთში კი 20-25, ზოგან 27 მეტრ წამამდე.
აღნიშნულ პერიოდში გაითვალიწინეთ სტიქიის დროს არსებული რეკომენდაციები, განსაკუთრებით შეიკავეთ თავი მთიან ზონაში გადაადგილების დროს, რადგან მეწყრული პროცესების წარმოქმნის მაღალი ალბათობაა.
გისურვებთ მშვიდ დღეებს“, – წერს კობა ფარტენაძე.
