LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: მილიონჯერ მითქვამს, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ.. ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, როცა პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი

180
BeFunky-collage (10)

ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შინდისის გმირების მემორიალთან განუცხადა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა

პრემიერი: ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამხედროები

გახარიას განცხადებით, კითხვები, ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ომი, არის აბსოლუტურად არააქტუალური თემები.

„მე ბევრჯერ მითქვამს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ დღეს ქართველები, დღესაც, უკრაინაში, უკრაინელ ხალხთან ერთად იცავენ საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის ხვალინდელ დღეს.

ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, თუ ვსაუბრობთ კონკრეტულად აგვისტოს ომზე, როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ, ამიტომ კითხვები: ვინ დაიწყო ომი და როდის დაიწყო ომი, არის აბსოლუტურად არააქტუალური თემები.

დღეს ქვეყანას ისეთი გამოწვევები აქვს, ჩვენ ისეთი ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ უნდა გავერთიანდეთ და იმის მაგივრად, რომ ეს დისკუსიები გვქონდეს, იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე როგორ დავიცვათ, გონივრულად, ისე, რომ ნებისმიერი საფრთხე ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას და კი არ უნდა დავაყვედროთ ვინმეს, რომ ომი ავარიდეთ ვინმეს, არა, უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ხვალინდელი დღისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტი: 1801, 1921, 1992, 2008 – ეს არის თარიღები, რომლებიც ყველა ქართველს სამუდამოდ ახსოვს – ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის უმოწყალო პოლიტიკას ასახავს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ანწუხელიძის მეუღლე: აგვისტო როგორც კი იწყება, სული მიკანკალებს, ჩემთვის ორმაგად მძიმეა – აგვისტოში გიორგის დაბადების დღეცაა

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

წერილი, რომელიც ბავშვმა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის საფლავზე დატოვა: „მეამაყება, რომ შენ ქუჩაზე ვცხოვრობ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g