LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდაიცვალა ცეკვის ჯადოქარი, ბრწყინვალე ქორეოგრაფი, საოცარი პიროვნება და თავმდაბალი ადამიანი“ – სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

1990
ელგუჯა მამალაძე

გარდაიცვალა ცნობილი ქორეოგრაფი და ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ანსამბლ „ეგრიკას“ დამფუძნებელი, ელგუჯა მამალაძე. ის მრავალი თაობის აღმზრდელი და არაერთი ახალგაზრდა მოცეკვავისთვის გზის გამკვალავი იყო.

სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„გარდაიცვალა ცეკვის ჯადოქარი, ბრწყინვალე ქორეოგრაფი, საოცარი პიროვნება და თავმდაბალი ადამიანი – ელგუჯა მამალაძე.

ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება ხელოვნებასა და მომავალ თაობას მიუძღვნა. მრავალი ბავშვის აღმზრდელი, არაერთი ახალგაზრდა მოცეკვავის მასწავლებელი და გზის გამკვალავი.

დიდი დანაკლისია მისი წასვლა ქართული ქორეოგრაფიისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მასთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა.

ნათელში იყოს მისი სული. როგორ მატკინე გული ელგუჯა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები