LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდაიცვალა დიდი სპორტსმენი – ათასობით ახალგაზრდას მთების და სამშობლოს სიყვარულის მასწავლებელი…“ – გარდაიცვალა ქართველი ალპინისტი, შოთა მირიანაშვილი

180
შოთა მირიანაშვილი

ქართველი ალპინისტი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი, შოთა მირიანაშვილი გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას „გიორგი ნიკოლაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბი“ ავრცელებს.

„გარდაიცვალა შოთა მირიანაშვილი, გიორგი ნიკოლაძის სახელობის კლუბის ხელმძღვანელი მრავალი წლის განმავლობაში. დიდი სპორტსმენი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და ამავდროულად წარმატებული მეცნიერი, ათასობით ახალგაზრდას მთების და სამშობლოს სიყვარულის მასწავლებელი. ბატონი შოთას უამრავი რეგალიის ჩამოთვლა შეგვიძლია, თუმცა ჩვენთვის, კლუბის წევრებისთვის, ის ყოველთვის, ყველასთვის საყვარელი ძია შოთა იქნება, ულევი ისტორიებით და მოგონებებით  
ამ უდიდეს დანაკლისს ვერაფერი შეავსებს, თუმცა ამ კლუბის არსებობა ბატონი შოთას დამსახურებაა. მადლობა ძია შოთა ყველაფრისთვის და მშვიდობით განისვენე  
პანაშვიდი ვაკის სამების ეკლესიაში ( ი.ჭავჭავაძის 37) დღეს და ხვალ 1 და 2 სექტემბერს 18 საათიდან. გამოსვენება 3 სექტემბერს 14 საათზე“ – წერს TSU Alp Club – გიორგი ნიკოლაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბი.