62 წლის ასაკში ერისთავის თეატრის მსახიობი, მერაბ ჭანკოტაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას მერაბ ჭანკოტაძის მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მერაბ ჭანკოტაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება რეჟისორი სანდრო ელოშვილი, რომელიც მსახიობს საჯაროდ ემშვიდობება.
„არ ვიცი, რა ჰქვია ამ დროს თუ ცხოვრების მონაკვეთს, როდესაც მარტო სიკვდილია ყოველდღიურობა… სულ ცუდი მესმის… მარტო ცუდი! გორის თეატრს მასზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული კაცი გამოაკლდა… მშვიდობით მერაბ!“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.
მერაბ ჭანკოტაძე 1964 წლის 8 მარტს დაიბადა. მსახიობი მრავალი წლის განმავლობაში იყო ერისთავის თეატრის დასის წევრი. მან არაერთი როლი განასახიერა და დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.
მერაბ ჭანკოტაძე ასევე ხელმძღვანელობდა საყმაწვილო სტუდიას.
