გავრცელებული ინფორმაციით, სენაკში, მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 25 წლის მამაკაცი და დაჭრილია ორი, 30 წლამდე პირი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
შემთხვევა გორის ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.