LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ შენგენის ვიზის გაცემამდე შესაძლოა სოც-ქსელების შემოწმება დაიწყოს

112
გერმანიამ შენგენის ვიზის გაცემამდე შესაძლოა სოც-ქსელების შემოწმება დაიწყოს

გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა რომ შენგენის ვიზის მიღების მსურველებს სოციალური ქსელები შეუმოწმოს. ამის შესახებ შენგენის ოფიციალური საიტი წერს.

ასეთი რეკომენდაცია პოპულარული ქვეყნის პოლიციამ თაღლითობის შესამცირებლად გასცა. კანონის დამცველები განმცხადებლების ყველანაირ ინფორმაციას შეისწავლიან, რათა ე.წ. რისკ-პროფილები შექმნან.

„ეს პროფილები შენგენის ვიზის მიღების მსურველთა შესახებ ისეთ ინფორმაციას გააერთიანებს, როგორიცაა – სქესი, ასაკი, წარმომავლობა, გადაადგილების საშუალება, მარშრუტი, მოგზაურობის მიზანი, დანიშნულების ადგილი და სხვა მონაცემები“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

პოლიციის აზრით, ინტერნეტში ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი. მაგალითად, აქტიურია თუ არა განმცხადებელი სოც-ქსელებში, არის თუ არა რაიმე ჯგუფებში, რომელ ადგილებს სტუმრობს ყველაზე ხშირად. გარდა ამისა, მსგავსი ანალიზის დამსახურებით ისეთი მონაცემების გარკვევაც შეიძლება, როგორიცაა პროფესია და შემოსავლის ოდენობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები