LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღია ფერის მანქანები ნაკლებად უფასურდება, თუმცა მათი გაყიდვა რთულია

108
ღია ფერის მანქანები ნაკლებად უფასურდება, თუმცა მათი გაყიდვა რთულია

კომპანია iSeeCars-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ უჩვეულო და კაშკაშა ფერის ავტომობილები ფასს უფრო ნაკლებად კარგავენ, ვიდრე ტრადიციული შავი, თეთრი და რუხი მანქანები.

ლიდერები ფასის შენარჩუნებაში:

ყვითელი და ნარინჯისფერი მანქანები სამ წელში საშუალოდ მხოლოდ 24%-ით იაფდება, რაც დაახლოებით 13,700 დოლარს შეადგენს.

მწვანე მანქანები – 26.3%-ით (13,200 დოლარი)

წითელი – 29.8% (13,000 დოლარი)

ლურჯი – 30.9% (13,900 დოლარი)

შავი ფერის მანქანები საშუალოდ 31.9%-ით უფასურდება (დაახლოებით 15,400 დოლარი),

თეთრი – 32.1%-ით (დაახლოებით 15,500 დოლარი).

ყველაზე არასტაბილური ფერი ოქროსფერი აღმოჩნდა – ასეთი მანქანები სამ წელში 34.4%-ით იაფდება, ანუ დაახლოებით 16,700 დოლარით.

თუმცა ის ფაქტი, რომ კაშკაშა ფერის ავტომობილები ნაკლებად უფასურდებიან არაფერს ნიშნავს, რადგან ასეთი მანქანები მარტივად არ იყიდება. ღია და იშვიათი ფერის მანქანებზე მოთხოვნა დაბალია, ამიტომ მათი გაყიდვა რთულდება და უფრო მეტ დროსაც მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები