LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთმა ნათელში გამყოფოს მარიამ, თვალწინ მიდგას შენი ლამაზი ღიმილი…“ – ზუგდიდში, ავარიის დროს გარდაცვლილ 22 წლის გოგოს ემშვიდობებიან

788
მარიამ ჩიქავა

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ტრაგედია დატრიალდა – ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ღობეს შეეჯახა. არსებული ცნობითვე, შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ადგილზე გარდაიცვალნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ქალი 22 წლის მარიამ ჩიქავაა.

მის შესახებ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები წერენ.

„ეს რა დილა გათენდა“, არ მინდა დაჯერება“, „როგორ მეტკინა გული, მარიამ, თვალწინ მიდგას შენი ლამაზი ღიმილი… ღმერთმა ნათელში გამყოფოს“, – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები