LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი წერეთელი: „ალიანსს ვინმეს გარიცხვის არანაირი მექანიზმი არ ჰქონია, ბოლო თვეების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად არ მონაწილეობდა ალიანსის საქმიანობაში, შესაბამისად, ეს მათი გადაწყვეტილებაა“

124
გიგი წერეთელი

„ალიანსს არ ჰქონია ვინმეს გარიცხვის ან გაშვების არანაირი მექანიზმი. ყველა პარტია, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვინც არის წევრი, აკეთებს არჩევანს და, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს არჩევანი გააკეთა“, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ალიანსში მიმდინარე პროცესებს ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი.

გიგი წერეთლის სიტყვებით, „უნდა არსებობდეს მექანიზმები იმისათვის, რომ ამ რთულ პერიოდში პოლიტიკური თანაცხოვრება შეძლონ [პარტიებმა].

„მას შემდეგ, რაც ალიანსი შეიქმნა, რთული მომენტები იყო. იყო ძალიან სერიოზული წარმატებებიც კონსოლიდაციის თვალსაზრისით, ძალიან მრავალრიცხოვანი აქციები და ასე შემდეგ.

რაც შეეხება შიგნით გარკვეულ სირთულეებს, ეს არ არის ახალი ამბავი. ამ შემთხვევაში, თუ მეკითხებით „ნაცმოძრაობაზე“, ჩვენ ხანგრძლივი პერიოდი გვქონდა კითხვა-პასუხი მედიასთანაც და საზოგადოების ნაწილთან, ვინც დაინტერესებული იყო, თუ რა ხდება. ერთი რამ უნდა ვთქვა და გავიმეორო: ალიანსს არ ჰქონია ვინმეს გარიცხვის ან გაშვების არანაირი მექანიზმი. ყველა პარტია, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ვინც არის წევრი, აკეთებს არჩევანს და, როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს არჩევანი გააკეთა. ეს უფრო ადრეც იყო, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად არ მონაწილეობდნენ ალიანსის საქმიანობაში. შესაბამისად, ეს არის მათი გადაწყვეტილება.

იმგვარი ვითარებაა, რომ ვისურვებდი, პირიქით, კონსოლიდაციაზე ვისაუბროთ, თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ საუბრობს მუდმივად ერთიანობაზე, ამიტომ რაღაც მექანიზმები ზოგადად უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური თანაცხოვრება, მით უმეტეს, ამ რთულ პერიოდში შევძლოთ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები