LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნია: ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები. ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა

140
გიორგი გაბუნია

ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაბუნია ბრიუსელში, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიმართ “ევრონიუსის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას იმის თაობაზე, პრემიერმა იცის თუ არა, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა სურს და არა კარგი ფოტოები.

„როდიდან გახდა ფოტოების გადაღება ევროინტეგრაციის ახალი კრიტერიუმი არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ევროკავშირთან გვსურს კარგი ურთიერთობა და არა კარგი ფოტოები..

ზელენსკის უამრავი ბრწყინვალე ფოტო აქვს ალბათ ფონ დერ ლაიენთან, მარტა კოსთან და კაია კალასთან, მაგრამ სისხლში და ფერფლშია გახვეული უკრაინა..”- წერს გიორგი გაბუნია.

კონტექსტისთვის, ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, ჟურნალისტმა მარია ტადეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეკითხვა დაუსვა იმის შესახებ, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“.

კერძოდ, ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „თქვენ იცით, რომ ევროპაში არიან სახელმწიფო ლიდერები, რომლებსაც თქვენთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ და ამბობენ: ეს არის ადამიანი, რომლის სიახლოვეს ყოფნაც არ გვსურს, რადგან საერთო ღირებულებები არ გვაქვს“.

„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, – უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები