LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გასვიანი: „ჟურნალისტებს რატომ ასისხლიანებს ნიღბიანი, რომელსაც ხალხი უხდის ხელფასს?! კოშმარი იყო“

344
გიორგი გასვიანი

გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც გიორგი გასვიანი წერს, „ჟურნალისტებზე თავდასხმა ომშიც დაუშვებელია“.

„აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა“ – როგორია აქციაზე დაშავებული ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ჟურნალისტებზე თავდასხმა ომშიც დაუშვებელია! მიკროფონიან და კამერიან ადამიანების დასისხლიანება კატასტროფაა!

თუ პოლიციელების მიმართ ძალადობა დაუშვებელია და 32 პოლიციელია ნაცემი და ეს დაუშვებელია, ჟურნალისტებს რატომ ასისხლიანებს ნიღბიანი, რომელსაც ხალხი უხდის ხელფასს?! კოშმარი იყო“, – წერს გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში.

„სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა, ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც გულიანად დამცინეს“ – ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი

ჟურნალისტებზე თავდასხმა ომშიც დაუშვებელია! მიკროფონიან და კამერიან ადამიანების დასისხლიანება კატასტროფააა! თუ…

Posted by Giorgi Gasviani on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024

ცნობისათვის, 28-29 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს, მედიაომბუდსმენის განცხადებით, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები მიზანმიმართულად გაუსწორდნენ 20-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა დაშავდა

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე, აქ­ცი­ის დაშ­ლის დროს „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტი, დეა მა­მი­სე­იშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რი, გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვი­ლი და­შავ­დნენ – „მთა­ვა­რი არ­ხი“

დათო ლიკლიკაძე: „ლიკლიკაძე სადაა?“- დაიწყო ჩემი ტრადიციული მოკითხვა, ზოგს ერთი სული აქვს როდის გადამივლის თავის ჭკუით – ლიკლიკაძე იქ არის სადაც იყო! სრული სოლიდარობა ჩემს კოლეგებს“

ომბუდსმენი – რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული, 2-თან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო – გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 9 შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g