LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე – ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათი ოჯახის წევრებს

168
გიორგი-ვაშაძე1 (2)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერი გიორგი ვაშაძე მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს „აუტისტად“ მოიხსენიებს განმარტებას აკეთებს.

„ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა, ბოდიშს ვუხდი მათ და მათ ოჯახის წევრებს“, – ამის შესახებ მა გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

გუშინ “ტვ პირველზე”, ერთ-ერთ გადაცემაში სამედიცინო ტერმინი გამოვიყენე პოლიტიკური ოპონენტის ქცევის შეფასებისას.

სამწუხაროდ, ჩემი თაობის ადამიანებს და არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბავშვობიდან ჩვევაში გვაქვს გამჯდარი ასეთი ტერმინების გამოყენება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში, რაც შესაცვლელია და იცვლება კიდეც ახალ თაობებში.

ისიც მესმის, რომ საჯარო პირებს გაცილებით მეტი მოგვეთხოვება ამ მხრივ.

რა თქმა უნდა, იქვე, გადაცემაშივე, განვმარტე, რომ ჩემი მიზანი არ ყოფილა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დამცირება ან მათი შეურაცხყოფა.

ბოდიშს ვუხდი მათ და ყველა მათ ოჯახის წევრს”, – წერს გიორგი ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები