კანადელმა მუსკოსმა მარკ მარტელმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ოფიციალურად დაანონსა. სოციალურ ქსელში მან საზაფხულო ტურნეს განრიგი განათავსა,სადაც საქართველოც მონიშნულია. წელს ფრედი მერკურის ორეული“ოქროს ტალღის“ საპატიო სტუმარია და მის მიერ 11 ივნისს, ოპერისადა ბალეტის სცენაზე ლეგენდარული „ქუინის“ უკვდავი ჰიტები გაცოცხლდება.

ამჯერად კი მარკ მარტელი მეხიკოში კონცერტების სერიას მართავს. სოციალურ ქსელში მარკმა თავად განათავსა ვიდეო, როგორ ასრულებს ის ცნობილ ჰიტს Radio Ga Ga და რა ემოცურია დარბაზის რეაქცია.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები