გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში მსოფლიო ლიდერებს ლიდერებს აფრთხილებს, რომ ბირთვული თავდასხმის საფრთხე, „ცივი ომის“ შემდეგ, ყველაზე მაღალ დონეზეა
გაეროს გენერალური მდივანი თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული კრიზისი პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს.
„მილიონობით ადამიანი ცხოვრობს შიშის ჩრდილის ქვეშ, რომელიც პროვოცირებულია ბირთვული და სარაკეტო გამოცდებით ჩრდილოეთ კორეის მიერ“, – განაცხადა გუტიერეშმა. მანვე აღნიშნა, რომ თავშეუკავებელმა საუბრებმა, შესაძლოა, ფატალური გაუგებრობები გამოიწვიოს.