ჰარი სტაილზმა ნიუ-იორკის ლეგენდარულ არენაზე, Madison Square Garden-ში გამოსვლისას საზოგადოებას თავისი იუმორისტული ბუნება კიდევ ერთხელ დაანახა.
32 წლის მომღერალმა სცენიდან საჯაროდ მიანიშნა ყოფილი შეყვარებულისა და კოლეგის, ტეილორ სვიფტისა და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის, ტრევის კელსის ხმაურიან ქორწინებაზე, რომელიც ზუსტად იმავე შენობაში შედგა.
29 აგვისტოს, MSG-ში 30-კონცერტიანი რეზიდენციის მესამე შოუს მიწურულს, სტაილსმა დარბაზს მიმართა: „ჩვენ ,,მედისონ სკვერ გარდენში” ვართ, მსოფლიო ჩემპიონ, New York Knicks-ის სახლში…“ – რასაც მცირე პაუზა და ეშმაკური ღიმილი მოაყოლა: „…და ისინი ქორწილებსაც აწყობენ ხოლმე“.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარის ტეილორისა და ტრევისის სახელები პირდაპირ არ უხსენებია, არენაზე მყოფი ათასობით ფანი მომენტალურად მიხვდა მინიშნებას და დარბაზი ოვაციებმა მოიცვა.
ყველასთვის ცნობილია, რომ ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 3 ივლისს ნიუ-იორკში, სწორედ ,,მედისონ სკვერ გარდენში” დაქორწინდნენ. ეს იყო ვარსკვლავებით სავსე, საიდუმლო, თუმცა მასშტაბური ცერემონია, რომელიც მსახიობმა, ადამ სენდლერმა წარმართა.
საინტერესოა, რომ ჰარი სტაილზი, რომელიც სვიფტს 2012-2013 წლებში ხვდებოდა, ქორწილში ოფიციალურად იყო მიწვეული, თუმცა მან დასწრება ლონდონში, მიმდინარე ტურნეს გასამართი კონცერტის გამო ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ქორწილს დაესწრო ჰარის საცოლე, ზოი კრავიცი, რომელიც წლებია სვიფტის ახლო მეგობარია.
ინსაიდერები აღნიშნავენ, რომ ყოფილ წყვილს შორის დიდი ხანია არანაირი განხეთქილება აღარ არსებობს და ჰარის ხუმრობაც მხოლოდ მეგობრული კბილის გაკვრა იყო.