LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარი სტაილზის ახალ კლიპში ქართველი მსახიობი სალომე დოლიძე მონაწილეობს

1392
download (5)

მრავალთვიანი მოლოდინისა და ფანების აქტიური მოთხოვნის შემდეგ, ჰარი სტაილზმა სიმღერის – Coming Up Roses კლიპი გამოუშვა. ტრეკი არტისტის მეოთხე სტუდიური ალბომის – Kiss All the Time. Disco, Occasionally. რიგით მეოთხე სინგლია, რომელმაც ვიზუალური ეკრანიზაცია მიიღო.

ვიდეოზე ცნობილმა სარეჟისორო დუეტმა, Bradley & Pablo-მ იმუშავა, რომელმაც წარსულში ჰარის ჰიტების – Watermelon Sugar და Late Night Talking კლიპებიც გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფანები სევდიანი ორკესტრული ბალადისგან კლასიკურ მელოდრამას ელოდნენ, რეჟისორებმა აბსტრაქტული და სიურეალისტური მიდგომა აირჩიეს.

კლიპის ცენტრალურ მეტაფორად საზოგადოებრივ კლასში შესრულებული ვალსი იქცა. მუსიკალური კრიტიკოსები და გამოცემები წერენ, რომ ვალსის გამოყენება პირდაპირ კავშირშია სიმღერის მთავარ სათქმელთან – ურთიერთობების წარმავლობასა და მათ არასტაბილურობასთან.

კლიპში ჰარი ცეკვის დროს პარტნიორებს გამუდმებით ცვლის. ეს ასახავს თავად მომღერლის ხედვას, რომელიც მან ალბომზე საუბრისას გააჟღერა: „ურთიერთობა შეიძლება იყოს ძალიან განსაკუთრებული, თუნდაც ის სამუდამოდ არ გრძელდებოდეს“. ვალსი აქ ცხოვრებისეული გზისა და იმ ადამიანების მეტაფორაა, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში შემოდიან, გვეხებიან და მიდიან.

კლიპის დასასრულს საცეკვაო კლასის წევრები ერთად იღებენ ჯგუფურ ფოტოს, რაც ერთგვარ დასრულებულ ეტაპს გამოხატავს.

აღსანიშნავია, რომ კლიპში ქართველი მსახიობი სალომე დოლიძე მონაწილეობს. ინფორმაცია ამის შესახებ საკუთარ ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით თავად სალომემ დაადასტურა. მან სოციალურ ქსელში კლიპის გადასაღები მოედნიდან ფოტოები გააზიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები