LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის დიდების ხეივანში დოლი პარტონის ვარსკვლავი გაანადგურეს — მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები

186
photo-collage.png (92)

ლეგენდარული მომღერლის, დოლი პარტონის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ერთი კვირის თავზე, ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი ვარსკვლავი ვანდალიზმის ობიექტი გახდა.

დოლი პარტონი დაკრძალეს – საკულტო არტისტმა მარადიული სიმშვიდე მეუღლის გვერდით ჰპოვა

თვითმხილველებისა და სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების თანახმად, ბოროტმოქმედმა ვარსკვლავიდან მომღერლის სახელი და გვარი მჭრელი საგნით მთლიანად ჩამოფხიკა და დააზიანა. გარდა ამისა, გავრცელდა ცნობები, რომ მემორიალიდან, სადაც თაყვანისმცემლები პარტონის ხსოვნის პატივსაცემად ყვავილებსა და სანთლებს ტოვებდნენ, ნივთები დაიკარგა და მოიპარეს.

ჰოლივუდის სავაჭრო პალატის წარმომადგენლის, ანა მარტინესის განცხადებით, პარტონის ვარსკვლავზე მცირე ბზარების გამო გეგმური რესტავრაცია ისედაც დანიშნული იყო, თუმცა მომხდარი ვანდალური აქტის გამო მიღებული დაზიანებების მასშტაბიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვარსკვლავი მთლიანად ახლით შეიცვალოს.

ამ დროისთვის ტერიტორია სპეციალური ლენტითაა შემოსაზღვრული და ადგილზე სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ. ტექნიკური ექსპერტების განცხადებით, ვარსკვლავის სრული განახლება და გაპრიალება უახლოეს დღეებში დასრულდება, რის შემდეგაც თაყვანისმცემლებს მემორიალთან მიახლოების შესაძლებლობა კვლავ მიეცემათ.

პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს, თუმცა ამ ეტაპზე ეჭვმიტანილის ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება.

ცნობისთვის, დოლი პარტონის სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში, 1985 წელს გაიხსნა.

ნიკოლ შერზინგერი, დევიდ გეტა, ლილ უეინი, პედრო პასკალი – ცნობილია, ვინ მიიღებენ ვარსკვლავებს ჰოლივუდის დიდების ხეივანში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები