LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკაში 6 პატარა პაციენტს ვმკურნალობთ – მამუკა ბახტაძე დაშავებული ბავშვების შესახებ

IMGL8042

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვი ღამის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს იაშვილის სახელობის კლინიკაში განუცხადა.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა დღეს თავს. გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვი. მინდა მივუსამძიმრო ეს ტრაგედია ყველას. იაშვილის კლინიკაში 6 პატარა პაციენტს ვმკურნალობთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღამის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან და დილით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი ოჯახებში დაბრუნების შესახებ,” – განაცხადა ბახტაძემ.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა. 17 იანვარი პრემიერის გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g