LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაშვილის კლინიკაში მკურნალობას 6 ბავშვი გადის – სერგეენკო

Untitled (4)

ჯანდაცვის მინისტრი დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ახალ დეტალებზე საუბრობს.

მინისტრის ინფორმაციით, იაშვილის კლინიკაში 6 პაციენტია შეყვანილი. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.მინისტრი გეგმავს, რომ “იმედის” კლინიკაში მივიდეს და გაეცნოს იქ მყოფი არასრულწლოვნის მდგომარეობას.

„ღუდუშაურის კლინიკაში არის ერთი პაციენტი, მოზრდილი მამაკაცი, რომელსაც საბედნიეროდ მსუბუქ და საშუალო ხარისხებს შორის აქვს დაზიანება. რაიმე ინტენსიური ან ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება. საჭიროებს ექიმების მეთვალყურეობას, ერთი ბავშვი არის საყურადღებო, რომელთანაც მძიმე დაზიანებები ასევე არ აღმოჩნდა. ახლა დამთავრდა კვლევები და კონსულტაცია, 6-ვე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მეშვიდე პაციენტს, რომელიც სხვა კლინიკაში არის, ახლა მივდივარ მის სანახავად,“ – განაცხადა სერგეენკომ.

დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებას 20:30 საათზე ნგრევა მოჰყვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე დიდ დიღომში იმ ადგილზე იმყოფება, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.  საბანაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. საბანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი იმყოფება ადგილზე.

საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 3 ადამიანი.

საცხოვრებელი კორპუსი ამ დროისათვის სრულად ევაკუირებულია. ტერიტორია პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g