LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილის ყველა საინტერესო დეტალი (ფოტო+ვიდეო)

86

ინგა გრიგოლიას ქალიშვილს 8 ოქტომბერს ქორწილი ჰქონდა. მისი რჩეული ნიკოლოზ გამეზარდაშვილია. ახალგაზრდები დიდი ხანია, შეყვარებულები არიან და თავიანთი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტეს.

როგორც ინგა გრიგოლიამ „პროფილში“ სტუმრობისას განაცხადა, სიძესთან ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს და ნიკოლოზი ძალიან მოსწონს.

ტელეწამყვანი სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ზურაბ გამეზარდაშვილს დაუნათესავდა.

ინგა გრიგოლია ქორწილის წინ ძალიან ღელავდა. მან სტუმრებსა და ყველა კეთილისმსურველს მადლობა გადაუხადა და დაწერა:

„შვილი გავათხოვე❤️❤️❤️ სამი ხე დავრგე ❤️❤️❤️ ტირილით ვიტირე )))))სიცილით ვიცინე❤️❤️ ჰოდა, ამიერიდან იყოს, როგორც ღმერთს უნდა და როგორც უნდა იყოს)))))))))“

ქორწილში არა მხოლოდ ქართული ესტრადის, არამედ პოლიტიკის წარმომადგენლებიც იყვნენ. ერთ სუფრასთან ისხდნენ ყოფილი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ყოფილი პრემიერის ვაჟთან, ბერა ივანიშვილთან ერთად.

რესტორან „გუჯარის“ სცენას რიგრიგობით იკავებდნენ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის, სალომე ბაკურაძე და „ქუჩის ბიჭები“. იმღერა თავად პატარძალმაც, რომელიც თეთრ ლამაზ კაბაში იყო გამოწყობილი (დიზაინი ანუკი არეშიძის) და შერის სიმღერა შეასრულა უამრავი აპლოდისმენტის ფონზე. მანამდე წყვილმა ვალსიც იცეკვა გამამხნევებელი შეძახილების ფონზე. აქტიურობდა პატარძლის ცნობილი დედაც, რომელიც პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი.

როგორც ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ჩანს, მარიამისა და ნიკოლოზის ქორწილი ნამდვილად ძალიან მხიარული და ხალისიანი გამოდგა.

„ფორტუნა“ ულოცავს წყვილს გაბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g