LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტი გამეთიშა, წყალი არ არის, რა ვქნა? 112-ში შესული სახალისო არამიზნობრივი ზარები

326
112

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“- ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, შემცირებულ მიმართვიანობაზე ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ არამიზნობრივი ზარები კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა ტიპის პრობლემის შემთხვევაში მიმართავენ  მოქალაქეები არამიზნობრივად 112-ს.

როგორც უწყებაში განმარტეს, ზარები ძირითად შეზღუდვებს ეხება. არამიზნობრივი შეკითხვების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • რესტორნები როდის გაიხსნება?
  • რომელ საათამდე მუშაობს სავაჭრო ცენტრები?
  • ბაზრობები ღია არის თუ არა?
  • გაზი არ არის,
  • წყალი არ არის,
  • ინტერნეტი გამეთიშა, რა ვქნა?

საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი არსოშვილმა  არამიზნობრივ ზარებზე საუბრისას, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, 112-ზე მხოლოდ მაშინ დარეკონ, როცა დახმარება სჭირდებათ.

 

112-ში პანდემიის პირობებში მომართვიანობა 31%-ით შემცირდა: გიორგი არსოშვილი

"პანდემიის პირობებში 112 მობილიზებულია მაქსიმალურად, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს შესაბამისი დახმარება" - არსოშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები