LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

396
ურთიერთგაგების მემორანდუმი

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოსა და Enterprise Greece-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხეილ ხიდურელმა და Enterprise Greece-ის ხელმძღვანელმა დიმიტრი სკალკოსმა.

დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებას და ბიზნესკავშირების განვითარებას ითვალისწინებს.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები