„ამ მართლა ნაგავმა ხალხმა პუტინისტი დამიძახოს და მე პასუხი არ გავცე?“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ამ კორუმპირებულმა ადამიანებმა, რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიების 20% ჩააბარეს“.
„ნებისმიერი ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო. ნებისმიერ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა, ეს არის ჩვენი სუბიექტური ინტერესიც. ჩვენ გვინდა 4 წელი მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა, ვის ინტერესშია რომ ეს სიმშვიდე არ დაუშვას? ეს არის ბუნებრივია ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს ამ ქვეყანაში რადიკალიზმს, ეს არის მათი ინტერესი. ჩვენს ინტერესში პირიქით, სუბიექტურადაც არის ის, რომ მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა. გამოდის ვიღაც მართლა ნაგავი ხალხი, გეძახის რუსს, პუტინისტს, ხან რაღაცას, ათას უბედურებას, კორუმპირებულს, თვითონ კორუმპირებულები და თვითონ ის ადამიანები, რომლებმაც ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას და პასუხი სჭირდება ამ ხალხს, ბუნებრივია, ამ სამარცხვინო განცხადებებს. ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე პუტინისტი დამიძახოს და მე პასუხი არ გავცე? ამას მეუბნებით?“, – აცხადებს კობახიძე.
