„მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მანამდეც ის იყო, „ნაცმოძრაობის და არა საქართველოს პრეზიდენტი“.
„მე ვაპირებ ვიყო ყველას პრეზიდენტი, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა!“ – მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
ღონისძიებას ესწრებოდა „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
„მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო, რეალურად, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ის საინტერესო“, – განაცხადა პრემიერმა.
სლაიდზე სალომე ზურაბიშვილის ფოტო: რადიო თავისუფლება