LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: სპორტში 30 წლის თავზე გვაქვს უნიკალური შედეგები, პირველად მოხდა რაღაც ისტორიაში და ეს მეტყველებს, რომ ქვეყანა გადავიდა განვითარების სხვა საფეხურზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გუნდურ სახეობებს

177
fot (1)

სპორტში, 30 წლის თავზე ჩვენ უნიკალური შედეგები გვაქვს. ისტორიაში პირველად მოხდა რაღაც და ერთი რამ ცალსახად უნდა ითქვას: ეს მეტყველებს, რომ ქვეყანა გადავიდა განვითარების სხვა საფეხურზე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება გუნდურ სახეობებს, გუნდურ წარმატებებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებაზე მეტყველებს.

„რამდენიმე შედეგი რომ ჩამოვთვალოთ: კალათბურთში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 30 წლის თავზე, პირველად გავიდა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენი წყალბურთელები პირველად მოხვდნენ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის – ესეც პირველად მოხდა 30 წლის თავზე. ჩვენი ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე – ესეც პირველად მოხდა 30 წლის თავზე. ძიუდოში ჩვენი შერეული ნაკრები, ქალებისა და მამაკაცების, პირველად გახდა მსოფლიო პრიზიორი, მესამე ადგილზე გავიდა და ესეც არის წარმოუდგენელი წარმატება. რაგბის რაც შეეხება, 30 წლის თავზე პირველად, მოვუგეთ 6 ერის გუნდებს, თან ზედიზედ ორს.

ფეხბურთში ჯერ კიდევ წინ არის მიმდინარე ჩემპიონატი და კიდევ უფრო მეტი წარმატების იმედი გვაქვს, მაგრამ, ახალგაზრდები უკვე რომ 8 გუნდში მოხვდნენ, ეს არის წარმოუდგენელი წარმატება. ძალიან ახლოს ვართ ასევე ევროპის ჩემპიონატთან.

პირველად, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა “სერია ა”-ს საუკეთესო ფეხბურთელი. პირველად, ჩვენი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე მეტყველებს.“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა კონკრეტული წარმატებული ადამიანების მიმართ ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ ბულინგზე და აღნიშნა, რომ ისინი ქვეყნის წარმატებას ვერ იტანენ.

„ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, თითოეული იმ ადამიანით, რომელსაც თავისი წილი წარმატება მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, აქაც ვხედავთ, რომ ოპოზიციას შურს თითოეული ამ ადამიანის და განსაკუთრებული ბულინგის მსხვერპლი არიან სწორედ ყველაზე წარმატებული ჩვენი თანამოქალაქეები. გახსოვთ ბულინგი კონკრეტულ სპორტსმენებზე: თორნიკე შენგელიათი დაიწყო, განსაკუთრებით, ეს პირველი შემთხვევა იყო. შემდეგ იყო ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთიდან მოდიოდა და ბოლო თამაშზე გაუკეთეს კაპიტნის სამკლაური, გაყვეთ შეგიძლიათ „ფეისბუკს“, ყველგან “ნაცების” და “გირჩელების” ბულინგი იყო მასზე. აღარ მინდა გავაგრძელო, ბოლო შემთხვევა იყო მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო რომ კერძო ღონისძიებაზე იყო რუსეთში და იქ იმღერა. კრემლში იყო მიწვეული თუ რაში იყო საქმე? – არა, ვერც ერთ წარმატებულ ადამიანს ვერ იტანენ და ზოგადად, ქვეყნის წარმატებას ვერ იტანენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g