„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის [ირაკლი კობახიძე] ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამის პრეზენტაცია მომავალი კვირის დასაწყისში გაიმართება.
„თარიღთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრეს-სამსახური უახლოეს დღეებში გაავრცელებს”, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.