LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ჰელოუინზე ქალიშვილის გამო გაერთიანდნენ

243
page

სუპერმოდელმა ირინა შეიკმა ჰელოუინის ტრადიცია არც წელს დაარღვია და დღესასწაული ქალიშვილ, ლეასთან და მის მამასთან, ბრედლი კუპერთან ერთად აღნიშნა. „ექს“ წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში სადღესასწაულო კოსტიუმებით გადაიღეს. ფოტოებს dailymail ავრცელებს.

40 წლის ირინა შეიკმა წელს „ეშმაკის“ იმიჯი მოირგო. მოდელს წითელი, სხეულზე მომდგარი ლატექსის კოსტიუმი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.

51 წლის ბრედლი კუპერმა კი „ჩონჩხის“ კოსტიუმი შეარჩია. 9 წლის ლეას ანგელოზის ფორმა ეცვა და ფრთებით გამოწყობილი მშობლებთან ერთად სეირნობდა.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ ერთად. მათ ურთიერთობა 2019 წელს დაასრულეს, თუმცა ქალიშვილის აღზრდაში დღემდე აქტიურად არიან ჩართულები და ხშირად ატარებენ დროს ერთად.

„ასაკთან ისიც კი უძლურია“ – 40 წლის ირინა შეიკს სხეულის ფორმებს უწუნებენ – მოდელის უახლესი ფოტოები მაიამის სანაპიროდან

„რას სჭირს? ბავშვი მისახედია!“ – ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის 9 წლის ქალიშვილის უახლესი ფოტოები მედიას იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები