LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ბენ აფლეკს საერთოდ არ ჰგავს“ – მედიის ცნობით, ჯენიფერ ლოპესსა და ბრეტ გოლდსტაინს რომანი აქვთ – ახალი დეტალები

459
Untitled Design (1)

57 წლის ჯენიფერ ლოპესი, გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის ბრიტანელ მსახიობ, ბრეტ გოლდსტაინს ხვდება. როგორც ირკვევა, მსახიობები ერთმანეთს ფილმზე, „სამსახურებრივი რომანი“ მუშაობისას დაუახლოვდნენ.

ვიდეო: „ბრეტიფერის“ პირველი წითელი ხალიჩა – ჯეი ლოსა და ბრეტ გოლდსტაინის „ქიმიური ქარიშხალი“

ვარსკვლავების სავარაუდო ურთიერთობის შესახებ გამოცემა Page Six ინსაიდერებზე დაყრდნობით წერს და ფოტოებს ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ ლოპესი და გოლდსტაინი ლოს-ანჯელესში დახურულ წვეულებაზე ერთად იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები შენობაში ცალ-ცალკე შევიდნენ, ღონისძიების დასრულების შემდეგ მათ წვეულება ერთი ავტომობილით დატოვეს, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ხმები მათი შესაძლო რომანის შესახებ.

გამოცემის ცნობით, ჯენიფერი და ბრეტი ამჟამად ერთმანეთს ხვდებიან, თუმცა მათი ურთიერთობა ჯერ სერიოზულ ხასიათს არ ატარებს.

„ამ ეტაპზე მათ ეს ურთიერთობა არაფერს ავალდებულებს“, – აცხადებს ინსაიდერი.

წყარომ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა აერთიანებთ მსახიობებს. მისი თქმით, ორივეს უყვარს წვეულებებზე სიარული და რესტორნებში დროის გატარება.

ამასთან, ინსაიდერმა ბრეტ გოლდსტაინი ჯენიფერ ლოპესის ყოფილ მეუღლეს, ბენ აფლეკს შეადარა და აღნიშნა, რომ ბრიტანელი მსახიობი მისგან სრულად განსხვავდება.

„ის ჯენიფერის ყოფილ მეუღლეს, ბენ აფლეკს, საერთოდ არ ჰგავს, რომელიც საჯარო ღონისძიებებზე ყოველთვის უკმაყოფილო სახით დადიოდა“, – ამბობს წყარო.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის ქორწინება 2024 წელს დასრულდა. მას შემდეგ მომღერლის პირადი ცხოვრება საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

„ბენ, აბა ახლა დაგვენახე!“ – ცეცხლი, ვნება და რომანტიკა – ჯეი ლო ახალ კადრებს გვიზიარებს

ვინმე ხომ არ გამოგვრჩა? – ჯეი ლომ დაასახელა ჰოლივუდელი მამაკაცი, რომელსაც კოცნა ყველაზე კარგად შეუძლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები