LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისპანახის ქართული ტრადიციული ფხლის რეცეპტმა აზერბაიჯანულ YouTube არხზე დიდი მოწონება დაიმსახურა

193
Country Life Vlog

აზერბაიჯანულმა YouTube არხმა „სოფლის ცხოვრება“ (Country Life Vlog) გამომწერებს ისპანახის ქართული ტრადიციული ფხლის რეცეპტი გაუზიარა.

როგორც ვიდეოს თანმხლებ ტექსტში ვკითხულობთ, აღნიშნული კერძი არა მხოლოდ ადვილი მოსამზადებელი და გემრიელია, ის კვებითი ღირებულებითაც გამოირჩევა.

ვლოგს „სოფლის ცხოვრება“ YouTube-ზე 7 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. მისი წარმოება ამირასლან რამიხანოვმა 2019 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც პანდემიის გამო ერთ-ერთი საერთაშორისო სასტუმრო, სადაც შეფმზარეულად მუშაობდა, დაიკეტა. თავად ამირასლანი კადრში იშვიათად ჩნდება. მისი საოცარი ესთეტიკით გამორჩეული ვიდეოების გმირები მშობლები არიან – დედა, აზიზა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ კერძებს ამზადებს და მამა, ჰორმატი, რომელიც სოფლის რუტინულ ცხოვრებას წარმოაჩენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g