LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიული მოვლენა – ტეილორ სვიფტი ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ოფიციალურად გახდა

189
photo-collage.png

26 ოქტომბერს ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში წლევანდელი ლაურეატების გაწევრიანების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დარბაზის ახალი წევრების სია აგვისტოს შუა რიცხვებში გახდა ცნობილი.

წლევანდელ ლაურეატთა შორის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ტეილორ სვიფტი მოექცა, რადგან იგი 36 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი Nashville Songwriters Hall of Fame-ის არსებობის ისტორიაში, ვისაც წილად ეს პატივი ხვდა.

აღსანიშნავია, რომ სვიფტმა დარბაზში მოხვედრა უფლებამოსილების პირველივე შესაძლო წელს მოახერხა. წესების თანახმად, სახელგანთქმული სიმღერების კატალოგის მქონე კომპოზიტორს დარბაზში შესვლის კვალიფიკაცია პირველი კომერციული რელიზიდან 20 წლის გასვლის შემდეგ ეძლევა. სვიფტის სადებიუტო სინგლი – Tim McGraw კი ზუსტად 2006 წელს გამოიცა.

ცერემონიაზე ტეილორი ქანთრი მუსიკის ვარსკვლავმა, ბრედ პეიზლიმ წარადგინა, ხოლო ლეინი უილსონმა სვიფტის ჰიტის – Love Story განსხვავებული ვერსია შეასრულა.

სვიფტმა თავის ემოციურ სიტყვაში ხაზი გაუსვა ნეშვილის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სწორედ აქ მიღებულმა მუსიკალურმა საფუძვლებმა მისცა მას სხვადასხვა ჟანრში ექსპერიმენტების ჩატარების თავისუფლება.

ეს მიღწევა სვიფტისთვის წელს უკვე მეორე მსგავსი აღიარებაა. ცოტა ხნის წინ ის ნიუ-იორკში დაარსებულ სიმღერების ავტორთა ეროვნულ დიდების დარბაზშიც შეიყვანეს, სადაც ასევე ყველაზე ახალგაზრდა ქალი მუსიკოსის სტატუსით მოხვდა.

,,მისი მიღწევები ხელოვნურ ინტელექტსაც კი აღემატება” – სტივენ სპილბერგი ტეილორ სვიფტზე – არტისტი სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შეიყვანეს, რაც ისტორიული მოვლენაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები