LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ხელისუფლებამ შიდა წვის ძრავაზე უარის თქმა აბსურდად შეაფასა

109
იტალიის ხელისუფლებამ შიდა წვის ძრავაზე უარის თქმა აბსურდად შეაფასა

იტალიის ხელისუფლებამ შიდა წვის ძრავაზე უარის თქმა აბსურდულ გეგმად გამოაცხადა. ჩინოვნიკთა აზრით, ევროკავშირის მიერ შიდა წვის ძრავაზე უარის თქმის იდეა უკვე ჩავარდა და ტოტალური ელექტროფიკაციაც ვერ გამოვიდა.

არადა სამომავლო სტრატეგია საავტომობილო ბაზარზე უნდა იყოს მორგებული. ევროკავშირში წარმოება ეცემა, ელექტრომობილებზე მოთხოვნაც არც თუ ისე დიდია, ამიტომ 2035 წლის გეგმა მანამდე უნდა გადაიხედოს, ვიდრე დროა. სადაო რეგლამენტი 2025 წლისთვის უნდა დაკორექტირდეს, რათა ევროპული ავტო ბაზრობა არ დაეცეს.

იტალიელი ჩინოვნიკები ასევე თვლიან, რომ ელექტროფიკაციის გეგმა ყველა ქვეყანას ინდივიდუალური უნდა ჰქონდეს და ევროპამ არავის არაფერი უნდა აიძულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები