LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დადებითად შეაფასა

73
jandacvis-msoflio-organizacis-eqspertma-Tbilisis-saxelmwifo-samedicino-universitetis-pirveli-sauniversiteto-klinika-dadebiTad-Seafasa-1634723100

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს 12 სამედიცინო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში COVID-19-ის ოპერატიული მართვა შეფასდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც მედიცინის დოქტორმა, ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დარგში სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა, კნუტ ტაქსბრომ წარმოადგინა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილება საქართველოში დაკვირვების ქვეშ არსებულ კლინიკებს შორის საუკეთესოდ შეფასდა.

მათივე განმარტებით, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იყო კლინიკურ მართვაზე, კლინიკების შესაძლებლობებზე, აღჭურვილობაზე, სისტემაზე, ინტენსიური თერაპიის მართვის პროცედურებსა და პერსონალზე.

„აქ კარგად ფუნქციობს პროცედურები კლინიკაში ადრეულ სტადიაზე საეჭვო/დადასტურებული შემთხვევების გამოსაყოფად. მკაფიოდ ხდება ფოკუსირება მულტიდისციპლინური გუნდის მიდგომებზე პაციენტების კლინიკურ მართვასთან მიმართებაში, რომელიც გაიდლაინებზეა დაფუძნებული, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის ინდივიდუალურ მეთოდებს იყენებენ.

როგორც ჩანს, განყოფილება ძალიან კარგად იმართება, სისტემატურად ხდება პაციენტების კლინიკური მონაცემების შეგროვება შედარებითი ანალიზის ჩასატარებლად და კლინიკური მართვის ფარგლებში გაუმჯობესების სფეროების იდენტიფიცირების მიზნით. გამოქვეყნებულია რამდენიმე რეცენზირებული პუბლიკაცია COVID-19-ის მართვის შესახებ. ეს განყოფილება არის დადებითად გამორჩეული“, – აღნიშნულია ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეხება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოში არსებული კლინიკების მონიტორინგი მიზნად ისახავდა COVID-19-ის პრევენციის, მართვისა და კონტროლის სწრაფი გაუმჯობესების შესაძლებლობებს.

მათი ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად მიღებული დადებითი შეფასება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მორიგი დიდი აღიარებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g