LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯვარსაც დავიწერთ და ხელსაც მოვაწერთ, უბრალოდ, ამ ეტაპზე – არა… შვილის გაჩენა გეგმაშია…“ – როგორ ისწავლეს მარიტა როხვაძემ და დავით ტაბიძემ ურთიერთობის დაბალანსება

1042
მარიტა როხვაძე

მარიტა როხვაძე ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში პირადი ცხოვრებისა და მეუღლესთან, დავით ტაბიძესთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ წყვილი შვილის ყოლას გეგმავს:

„ამ წლის იანვრიდან ერთად ვცხოვრობთ. მანამდეც გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ ათვლას თანაცხოვრებიდან ვიწყებ, ეს სულ სხვა ამბავია.

თანაცხოვრებამ პიროვნულად გამზარდა, მასწავლა მეორე ადამიანის გათვალისწინება და მისი რაღაცების გაზიარება. თუ ეს ყველაფერი ორმხრივად ხდება, ძალიან კარგია. ჩვენს შემთხვევაში ორივე მხრიდან არის. თუ აქამდე რაღაცაზე არ ვსაუბრობდით, ახლა შეგვიძლია ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ.

ჯვრისწერა და ხელისმოწერა დაგეგმილია?

ჯვარსაც დავიწერთ და ხელსაც მოვაწერთ, უბრალოდ, ამ ეტაპზე არა. ეს დროის საკითხია. ჩვენ ურთიერთობის ისეთ ეტაპზე ვართ, რომ კარგად უნდა დავალაგოთ და გავთვალოთ რაღაცები. ყველაფერი იქნება, რაც ორივეს გვენდომება.

შვილის გაჩენაზე ფიქრობთ?

ურთიერთობის განვითარების ახალი ეტაპი არის შვილი. შვილის გაჩენა გეგმაშია, მაგრამ ამასაც დრო სჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები