LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე, პარიზში ბერას და მის საცოლეს შეხვდნენ [ფოტოები]

874

ბერა და კახა კალაძე პარიზში ერთმანეთს შეხვდნენ.

პარიზის ქუჩებში ერთად გადაღებულ ფოტოებს როგორც კახა კალაძე, ისე ბერა ივანიშვილი აქვეყნებს. მათ თან მეუღლე და საცოლეც ახლდათ. როგორც ჩანს შეხვედრა შემთხვევითი იყო.

“როდესაც შენს ძვირფას მეგობრებს, პარიზში, შემთხვევით გადაეყრები. პატარაა სამყარო” – წერს ბერა ივანიშვილი ინსტაგრამზე.

კახა კალაძე და ბერა ივანიშვილი მეგობრების გარდა, ნათესავებიც არიან –  ბერა კახა კალაძის მეორე ვაჟის, ლევან კალაძის ნათლიაა.

ბერა მოდელ ნანუკა გუდავაძეზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. წყვილი თაფლობის თვეს პარიზში ატარებს. ანუკი არეშიძე კი მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ, პარიზში იმყოფება.