კაროლ ჯიმ და ბრუნო მარსმა მოულოდნელად, წინასწარი დაანონსების გარეშე ერთობლივი ჰიტის – Still კლიპი გამოუშვეს.
ვიდეოს დიდი ნაწილი გადაღებულია 15 აგვისტოს, ლოს-ანჯელესში, SoFi Stadium-ზე, კაროლ ჯის მიმდინარე ტურნეს ერთ-ერთი კონცერტის მსვლელობისას, სადაც ბრუნო მარსი მოულოდნელი სტუმრის სტატუსით გამოჩნდა.
მუსიკალური რგოლის ძირითადი ნაწილი შავ-თეთრია და ასახავს არტისტების კულუარულ მომენტებს.
ვიზუალი შავ-თეთრიდან ფერადში გადადის ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ისინი 50 000-ზე მეტი გულშემატკივრის წინაშე სცენაზე გადიან.
შეგახსენებთ, რომ Still 7 აგვისტოს გამოვიდა და ის კაროლ ჯის ახალი ალბომის, No Me Arrepiento de Sentir Tanto ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ეს კომპოზიცია კოლუმბიელი არტისტის კარიერაში პირველი სრულად ინგლისურენოვანი ნამუშევარია.
კაროლ ჯიმ ბრუნო მარსთან დუეტი გამოუშვა, რომელსაც Die with a Smile-ის გაგრძელებად აფასებენ